თმის ეგზოსომური თერაპია
ინოვაციური და ეფექტური მეთოდი თმის ცვენის პრევენციისა და სკალპის გაჯანსაღებისთვის.
ჩვენს კლინიკაში ეგზოსომური თერაპია გულისხმობს ღეროვანი უჯრედების მიერ წარმოქმნილი მიკროვეზიკულებით– ეგზოსომებით მკურნალობას, რაც ასტიმულირებს უჯრედების რეგენერაციას და თმის ფოლიკულების გაძლიერებას. პროცედურა არაინვაზიურია და ეფექტურია სხვადასხვა ტიპის თმის ცვენის (როგორიცაა ანდროგენული ალოპეცია, ტელოგენური ეფლუვიუმი, ფოლიკულური ლიქენა პლანოპილარისი) სამკურნალოდ. შედეგად თმა ხდება სქელი და ჯანსაღი.
რეგენერაციული ფორმულა შემუშავებულია სპეციალურად თმის ფოლიკულების უჯრედულ დონეზე აღდგენისათვის. თითოეული სესია შეიცავს 20 მილიარდ ეგზოსომას, 25 მგ ჰიალურონის მჟავას ღრმა დატენიანებისთვის, 7 პეპტიდისა და 8 აუცილებელი ვიტამინის კომბინაციას თმის ზრდისა და კვების სტიმულაციისთვის, და ფოტობიომოდულაციურ აგენტებს ბიოაქტივობის გასაძლიერებლად.

